დირექტორი

სკოლის დამფუძნებელი/დირექტორი – ანა უსტიაშვილი

სკოლაში მიღებული  ხარისხიანი განათლება მომავალში ჩვენი მოსწავლეების წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. სკოლის კვალიფიციური და გამოცდილი გუნდი ზრუნავს თითოეული მოსწავლის განვითარებასა და აღზრდაზე.

ჩვენთვის, სასკოლო საზოგადოებისთვის უპირველესია მოსწავლეებს ჰქონდეთ ბედნიერი ბავშვობა და დავეხმაროთ მათ წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში. 

ჩვენი სკოლა აცნობიერებს იმ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან ვალდებულებას რაც მომავალი, ახალი თაობის სწავლა-აღზრდის მიმართულებით აკისრია. 

ჩვენ მოსწავლეს ვუქმნით სწავლა-სწავლებისთვის ეფექტურ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უსაფრთხო სასკოლო გარემოს და ვაძლევთ მას თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამის სრულფასოვან აკადემიურ განათლებას; ვზრუნავთ იმისათვის, რომ მოსწავლეს ჩამოვუყალიბოთ  ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება.

ერთად ვიზრუნოთ მომავალი თაობის წარმატებული განათლებისათვის! გისურვებთ წარმატებებს!

კეთილი სურვილებით