რობოტექნიკა
რობოტების აწყობის პროცესში ბავშვები სწავლობენ პრობლემების გადაწყვეტას. შესაქმნელი კონსტრუქციები ითხოვს მათგან ლოგიკური სტრატეგიისა და გათვლების სწორად გამოყენებას, რაც მათ აზროვნების მობილიზებას უწყობს ხელს.
ჭადრაკის კლუბი
კლუბის მიზანია მოსწავლეებს განუვითარდეთ სივრცული, სხარტი და ლოგიკური აზროვნება, დროის გარკვეულ მონაკვეთში საჭირო გადაწყვეტილებების მიღებისა და ნებისყოფის გამომუშავების უნარი.
ლეგო
ლეგოების აწყობის პროცესში მოსწავლე სწავლობს ლოგიკურ აზროვნებასა და პრობლემების გადაწყვეტას. უმჯობესდება ლოგიკურ აზროვნება და სტრატეგიული გეგმების შედგენა. ვითარდება კრეატიულობა.
ინჟინერიის კლუბი
ინჟინერიის კლუბი მოსწავლეებს ასწავლის, როგორ უნდა გაუმკლავდნენ და გადაჭრან რეალური პრობლემები. მარტივ ენაზე, პრაქტიკაში სწავლობენ ტექნიკური მეცნიერებების ძირითად პრინციპებს: მექანიკა, ელექტრონიკა, მშენებლობა, პროგრამირება და სხვა. სწავლობენ დროის და პროექტების მართვას.
ინგლისური ენის კლუბი
ინგლისური ენის კლუბი დაწყებითი კლასების მოსწავლეებში მათ ენობრივ და საკომუნიკაციო უნარების განვითარებას უწყობს ხელს. ზრდის მოსწავლეთა პასუხისმგებლობასა და დამოუკიდებლობას, წაკითხულის გაგებისა და გააზრების, გლობალური აზროვნების უნარს.
გრაფიკული დიზაინი
გრაფიკული დიზაინი ეხმარება ბავშვებს საკუთარი იდეების ვიზუალურად გადმოცემაში, რაც კრეატიული აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს. გრაფიკულ დიზაინში მოსწავლეები სწავლობენ ვიზუალურ ენას – როგორ უნდა გადმოსცენ აზრები, იდეები და ისტორიები გამორჩეული და დასამახსოვრებელი დიზაინის მეშვეობით.
პროგრამირება
პროგრამირება ბავშვებში ისეთ უნარებს ავითარებს, რომელიც, როგორც აკადემიურ, ისე პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში გამოიყენება. ესენია: ლოგიკური და კრიტიკული აზროვნება, პრობლემის გადაჭრის უნარი, ყურადღება დეტალებზე, დროისა და რესურსების მართვა.
ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები
AI-ს სწავლებისას მოსწავლეს უვითარდება ლოგიკური აზროვნება და პრობლემის გადაჭრის, მათემატიკური და სტატისტიკური უნარები, მონაცემების ანალიზი და გააზრება, კრიტიკული აზროვნების უნარი, კრეატიულობა და ინოვაციური აზროვნება.
კარატე
კარატე მოსწავლეებს საშუალებას აძლევს განავითარონ როგორც ფიზიკური, ისე მენტალური უნარები. კერძოდ, ფიზიკური ძალა და გამძლეობა, კოორდინაცია და ბალანსი, კონცენტრაცია და ყურადღება.
ტაეკვანდო
ტაეკვანდო, როგორც თავდაცვის და სპორტული ხელოვნება, ხელს უწყობს მოსწავლეებში ფიზიკური და მენტალური უნარების ჩამოყალიბებას/განვითარებას, რომლებიც აუცილებელია როგორც სპორტში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში.
სპორტული და სამეჯლისო ცეკვები
სპორტული და სამეჯლისო ცეკვები ბავშვებში ხელს უწყობს, როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ დონეზე განვითარებას. ამ დროს მოსწავლეებს უვითარდებათ კოორდინაცია, ფიზიკური გამძლეობა, მუსიკისა და რიტმის შეგრძნება.
თექა
თექა არის შემოქმედებითი აქტივობა, რომელიც საშუალებას აძლევს ბავშვებს განვითარდნენ როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. თექის სწავლებისას ვითარდება შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნება.
წყალზე ხატვა
წყალზე ხატვის პროცესი მოსწავლეებს აძლევს შანსს განავითარონ როგორც შემოქმედებითი, ასევე მენტალური და ფიზიკური უნარები. წყალზე ხატვისას ვითარდება კოორდინაცია და დეტალების ზუსტი აღქმა.
ხელოვნების ისტორია
ხელოვნების ისტორიის შესწავლა მოსწავლეებში ავითარებს ისეთ უნარებს, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნების უნარი, უღრმავებს მოსწავლეებს სხვადასხვა კულტურებისა და ისტორიული პერიოდების შესახებ ცოდნას.
თეატრალური ხელოვნება
თეატრალური ხელოვნება ხელს უწყობს კომუნიკაციის უნარის, თვითგამოხატვის, კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობის, დაგეგმვისა და ორგანიზების დროის მართვის უნარების განვითარებას.
მაგიდის ჩოგბურთი
მაგიდის ჩოგბურთი არა მხოლოდ ფიზიკურ ტონუსს აუმჯობესებს, არამედ გონებრივ განვითარებასაც უწყობს ხელს, რადგან საჭიროებს მახვილგონიერი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას.