საბჭოთა ოკუპაციის თემისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
28 თებერვალი 2020
სკოლა ,,ახალ თაობაში“ გაიმართა საბჭოთა ოკუპაციის თემისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
VIII და IX კლასის მოსწავლეებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი საბჭოთა ოკუპაციის თემაზე, მოისმინეს მარო მაყაშვილისა და ახალგაზრდა იუნიკერთა გმირული თავგანწირვის ისტორია.
VIII კლასის მოსწავლემ ლუკა შარიამ წაიკითხა კოლაუ ნადირაძის ლექსი ,,25 თებერვალი“.
მოსწავლეებმა შეაფასეს ისტორიული ფაქტები, ბოლოს კი გაიმართა დისკუსია აღნიშნულ საკითხებზე.