სკოლის სიახლეები

კალენდარი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
NAEC.GE: შეფასებისა დაგამოცდების ეროვნული ცენტრი

VII კლასის მოსწავლეები 7-10 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ კონტეინერებში სხვადასხვა პროდუქტზე წარმოქნილ ლაქების ფერს და მათ რაოდენობას.

11 დეკემბერი 2024
VII კლასის მოსწავლეები 7-10 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ კონტეინერებში  სხვადასხვა პროდუქტზე წარმოქნილ ლაქების ფერს და მათ რაოდენობას.

ადვილად გაარჩიეს ბაქტერიის პრიალა ბლანტი ლორწოიანი ლაქები და სოკოს ბუსუსიანი თეთრი, შავი, ყვითელი და მწვანე ლაქები. აღმოაჩინეს რომ ლაქების ფერიც და რაოდენობაც განსხვავებული იყო სხვადასხვა პროდუქტზე ხოლო მწვანე ნადები თითქმის ყველა პროდუქტზე შენიშნეს, მათ გამოთქვეს ვარაუდი რომ ეს ლაქა იყო ობის სოკო პენიცილიუმის, რადგან ის ყველა ორგანული ნივთიერების დაშლის ფერმენტებს გამოყოფს. ასევე პენიცილიუმს ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს და ამიტომ მის გარშემო მათ ბაქტერიის ლაქებიც ვერ შენიშნეს. დაობებული პურიდან ფრთხილად მოფხიკეს თეთრი და შავი ნაფიფქი. მოამზადეს პრეპარატები და დაათვალიერეს მიკროსკოპში.
ამ ექსპერიმენტული სამუშაოს მიზანი იყო მოსწავლეებს დაენახათ რომ საკვები პროდუქტების შენახვა თბილ და ტენიან გარემოში არ შეიძლება რადგან სოკოებისა და ბაქტერიებითსთვის ეს ხელსაყრელი გარემოა.