სკოლა ,,ახალ თაობაში” განხორციელდა პროექტი
14 ივლისი 2020
სკოლა ,,ახალ თაობაში” განხორციელდა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა პროფესიის მნიშვნელობის გააზრებას.
აღნიშნულ პროექტში აქტიურად იყო ჩართული VIII კლასის მოსწავლეები.
მათ დიდი ინტერესით იმუშავეს და საინტერესოდ წარმოადგინეს ერთ–ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესია – არქიტექტურა.
მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები თბილისის ძველი და ახალი არქიტექტურული შედევრების შესახებ, დაამზადეს საინფორმაციო ხასიათის ბროშურები და შექმნეს ,,ევროპის მოედნის და ძველი თბილისის მაკეტი“.
პროექტზე მუშაობა მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა ძალიან საინტერესო და სახალისო. მიიღეს ბევრი ახალი ინფორმაცია და გაიღრმავეს ცოდნა მოცემულ საკითხებში.