,,ოცნება და მისი ახდენის საშუალებები”,
4 იანვარი 2022
IVბ კლასის მოსწავლეებმა ზღაპრის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს. წაიკითხეს ზღაპრები და თავადაც ცადეს მეზღაპრეობა და საკუთარი ნაწარმოებების ილუსტრიტება. კომპიუტერის საშუალებითა და მასწავლებლის დახმარებით შექმნეს პრეზენტაცია ,,ოცნება და მისი ახდენის საშუალებები”, რომელიც საკუთარ შემოქმედებასთან ერთად თავისი თანატოლებისა და მასწავლებლების წინაშე წარადგინეს და მათთან ერთად იმსჯელეს ოცნების ახდენის შესაძლებლობასა და საშუალებებზე. დასასრულ ყველამ ერთად საკუთარი სურვილების ასრულება მიანდეს ნატვრის ხეს.