2018 წლის 21 დეკემბერი
“ჰოი, ბავშვობის დღეებო, დაბრუნდებოდეთ ნეტავი!” – 14 დეკემბერს, “ახალი თაობის” მოსწავლეები (Vა, Vბ, VI კლ.) ქართველ მეზღაპრეს, გურამ პეტრიაშვილს შეხვდნენ.
პატარებმა შეკითხვებით დასეტყვეს ავტორი; დაინტერესდნენ, რომელია მისი პირველი ზღაპარი, მათგან რომელიმე უშუალოდ თუ უკავშირდება ბატონი გურამის ცხოვრებას, როდის დაიწყო წერა, რამდენი შვილიშვილი ჰყავს და თუ უკითხავს მათ თავის ზღაპრებს… რამდენიმე მოსწავლემ ზღაპრის სხვაგვარი დასასრულიც კი შესთავაზა ბატონ გურამს…
დიდი ჟრიამულისა და ავტოგრაფების მიღების დასასრულ, ჩვენმა მეექვსეკლასელმა ვარსკვლავბიჭუნამ “სელფის” არსი განუმარტა მეზღაპრეს და მასთან სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.
***
ერთი დღის ზღაპარი “ახალ თაობაში”.
ამ ზღაპრებს ერთობლივი ძალით – სიყვარულით ქმნიან ჩვენი მასწავლებლები:
#იზახუციშვილი ❤
#გვანცაძამსაშვილი❤
#ლელაგოგოლაძე❤
#ანამაისურაძე❤
#ნათიადარსალია❤
#ნათიაჯანგულაშვილი