მოსწავლეები გაეცნენ გამორჩეულ და შთამაგონებელ ქალებს საქართველოსა და მსოფლიო ისტორიიდან – ქალებს, რომლებმაც თავიანთი სიმამაცით, იდეებითა და მიღწევებით დიდი გავლენა მოახდინეს საზოგადოებაზე და შეცვალეს ეპოქები.
16 მარტი 2026
გაკვეთილის განმავლობაში ბავშვები არა მხოლოდ სწავლობენ ისტორიულ ფაქტებს, არამედ მსჯელობენ ლიდერობაზე, მიზანდასახულობასა და იმ ძალაზე, რომელიც ადამიანს შეუძლია საკუთარი იდეების რეალობად ქცევისთვის.