მოსწავლეებმა მასწავლებელთა დახმარებით მოიძიეს ქართული და ინგლისური ენების წიაღში არსებული ფრაზეოლოგიზმები. გაეცვნენ მათ მნიშვნელობებსა და თავისებურებებს, დააჯგუფეს ისინი წარმომავლობის მიხედვით და არსებული მასალები წარადგინეს აუდიტორიის წინაშე
ისევე, როგორც ცალკეულ სიტყვას, ხშირად საინტერესო თავგადასავალი აქვთ ფრაზებს, რომელთა დიდ ნაწილს თითქმის დაუკარგავს პირვანდელი მნიშვნელობა და გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენება ამა თუ იმ ხალხის მეტყველებაში. მათ მხატვრულ გამონათქვამებს, იდიომებსა და ფრთიან გამონათქვამებსაც უწოდებენ. ხატოვანი სიტყვა-თქმები სხვადასხვა წარმოშობისა. ზოგიერთი სათავეს იღებს ამა თუ იმ ერის ყოფა-ცხოვრებიდან, ისტორიული მოვლენებიდან, მითებიდან, ბიბლიიდან, ლიტერატურული ნაწარმოებიდან. ფრთიან გამონათქვამთა მნიშვნელოვანი ნაწილი უშუალოდ დაკავშირებულია კონკრეტული ერის ზნე-ჩვეულებებსა თუ აზროვნების თავისებურებასთან, რის გამოც მათი გაგება შეუძლებელია ამ ნიუანსების გაუთვალისწინებლად და მათი თარგმაც აზრს მოკლებულია.იდიომების დიდი ნაწილი ითარგმნება და ასე ვრცელდება და მკვიდრდება სხვადასხვა ენაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, რთული დასადგენია მათი წარმომავლობა და ხშირად პირვანდელი მნიშვნელობაც კი, რადგან გარკვეული სახეცვლილებით გვხვდება სხვადასხვა ენაში, რომლის ორგანულ ნაწილადაც გცეულა და მისი ლექსიკის სილამაზესა და სიმდიდრეს განაპირობებს.ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია თუ როგორი საინტერესოა ხატოვან ფრაზათა გაცნობა და შესწავლა. ამავდროულად რარიგ რთულია მათი წარმომავლობის გარკვევა. სწორედ ამ საკითხის მნიშვნელობისა და სირთლის გათვალისწინებით დიდი ინტერესითა და სირთულეთა დაძლევის სურვილით შეეჭიდნენ სკოლა ,,ახალი თაბის” მე-9 კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები( ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი – მაკა ვალიშვილი და ინგლისური ენის პედაგოგი – თამარ ბოკელავაძე) აღნიშნული საკითხის შესწავლას. მოსწავლეებმა მასწავლებელთა დახმარებით მოიძიეს ქართული და ინგლისური ენების წიაღში არსებული ფრაზეოლოგიზმები. გაეცვნენ მათ მნიშვნელობებსა და თავისებურებებს, დააჯგუფეს ისინი წარმომავლობის მიხედვით და არსებული მასალები წარადგინეს აუდიტორიის წინაშე. პრეზენტაცია ორ ენაზე წარიმართა. დასასრულ ჩატარდა ვიქტორინაც, რომელმაც გაახალისა, როგორც მონაწილენი, ისე მსმენელიც.აღსანიშნავია, რომ საკითხმა იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ გადაწყდა ფრაზეოლოგიზმების შესახებ კლასის ნამუშევრების გამოცემა.