სკოლის სიახლეები

კალენდარი

აპრილი 2025
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
NAEC.GE: შეფასებისა დაგამოცდების ეროვნული ცენტრი

პროექტი ,, წიგნი და წიგნიერება‘’

18 მარტი 2022
პროექტი ,, წიგნი და წიგნიერება‘’

????სკოლა ,,ახალი თაობის’’ VI კლასელებმა პროექტ ,, წიგნი და წიგნიერების ‘’ ფარგლებში განახორციელეს სხვადასხვა აქტივობა. ????მოსწავლეები გაეცვნენ მხატვრულ და საინფორმაციო ლიტერატურას, მოიძიეს ინფორმაცია და გამონათქვამები წიგნის, ბიბლიოთეკის და ზოგადად განათლების მნიშვნელობის შესახებ, დაწერეს თემები წიგნისა და წიგნიერების შესახებ. ამასთანავე ბავშვები გაეცვნენ საბიბლიოთეკო საქმიანობას, აღწერეს თავიანთი წიგნები და შექმნეს კატალოგი და ბარათები. მათ ასევე შეისწავლეს წიგნის აკინძვა და რესტავრირება. სკოლაში წიგნიერების ხარისხის განსასაზღვრად ჩაატარეს სოციალურ გამოკითხვა, ჩაწერეს ინტერვიუები, აქტუალურ თემაზე გაესაუბრნენ მშობლებს, სკოლის დირექტოსა და მასწავლებლებლებს. VI კლასელებმა მოუწოდეს ყველას წიგნის კითხვისკენ და ამ მიზნით მათ ჩაწერეს უცხო ენის მასწავლებლების მიმართვა რამდენიმე ენაზე. დასასრულ სკოლის წინაშე წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები და მასწავლებლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ვიქტორინაში, კერძოდ სხვადასხვა თემატური ნახატების მეშვეობით წიგნისა და წიგნიერების შესახებ თავად შექმნეს ფრთიანი გამონათქვამები. აღსანიშნავია, რომ პროექტმა მოიცვა მთელი სკოლა. VI კლასელებმა შეძლეს მშობლების მოსწავლეებისა და მასწავლებლების არა მხოლოდ დაინტერესება, არამედ აქტიურად ჩარტვა ყველა იმ საქმიანობაში, რომელიც პროექტის ფარგლებში განხორციელდა.