სკოლის სიახლეები

კალენდარი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
NAEC.GE: შეფასებისა დაგამოცდების ეროვნული ცენტრი

1121 წლის 12 აგვისტოს, დავით აღმაშენებლის მეთაურობით, საქართველომ გაიმარჯვა დიდგორის ბრძოლაში, სადაც თურქ-სელჩუკების კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ იბრძოდა.

13 აგვისტო 2025
1121 წლის 12 აგვისტოს, დავით აღმაშენებლის მეთაურობით, საქართველომ გაიმარჯვა დიდგორის ბრძოლაში, სადაც თურქ-სელჩუკების კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ იბრძოდა.

ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს დღე „ძლევაი საკვირველის“ სახელით შევიდა. დიდგორის ბრძოლა საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება იყო.
ბრძოლის წინ დავითმა ლაშქარს ამ სიტყვებით მიმართა:
„ჩვენ ყველამ, ხელების ცისაკენ აპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკრათ“.
დავით აღმაშენებელი გენიალური სამხედრო სტრატეგი იყო. მან თურქ-სელჩუკების გამოცდილი სარდალი, ილ-ღაზი, აიძულა, ბრძოლა მიეღო იქ, სადაც თავის რიცხვობრივ უპირატესობას ვერ გამოიყენებდა.