12.08 2018 წელი
როგორ მოვამზადოთ ჩვენი პატარა
სკოლისათვის………
ბავშვის სკოლაში წასვლა ოჯახისათვის ბედნიერი და ნანატრი მომენტია, მაგრამ ამავდროულად დაძაბული და ყურადსაღები.
სკოლისათვის მომზადება არ ნიშნავს ბავშვს წინასწარ შევასაწავლოთ სკოლის პროგრამა და სკოლაში მიყვანის შემდეგ დაველოდოთ მის წარმატებას—ამან შეიძლება უარყოფითი შედეგი გამოიღოს.
ჩვენი წინასწარი მომზადებით, ბავშვისათვის სკოლა, რასაც ამდენ ხანს ელოდა,შეიძლება უინტერესო ადგილად ვაქციოთ. ალბათ ხშირად მოგისმენიათ ფრაზა”მე ხომ ეს უკვე ვიცი”?!–ამიტომ, შევეცადოთ პატარები მოვამზადოთ სკოლისათვის ემოციურად და ფიზიკურად, რომ სკოლამ მისი მოლოდინები გაამართლოს.
პირველი სირთულე, რასაც ბავშვი შეხვდება გაკვეთილზე,არის ადაპტაცია ახალ გარემოსთან. მაგალითად; მის წინ დევს გადაშლილი რვეული–შეძლებს კი ბავშვი შეასრულოს მასწავლებლის დავალება და დამოუკიდებლად გამოტოვოს უჯრები, დაიწყოს წითელი ხაზიდან….
სწორედ ამიტომ 5-6 ელის ასაკშივე მნიშვნელოვანია ბავშვს ვასწავლოთ ახალ გარემოში ადაპტირება, ვაჩვენოთ სად მდებარეობს ფურცელზე მარჯვენა და მარცხენა, ზევით და ქვევით.
ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვი მივაჩვიოთ ფიქრსა და მსჯელობას.
აუცილებელია, ხშირად წავუკითხოთ ბავშვს ზღაპრები და საბავშვო მოთხრობები. მივაჩვიოთ მსჯელობასა და საკუთარი აზრის დაფიქსირებას.
არ დაგავიწყდეთ წაახალისეთ მისი ნებისმიერი წარმატება, რასაც ბავშვი თავის მიღწევად მიიჩნევს.
მუდამ გახსოვდეთ, ნებისმიერ ბავშვში არის ძალა, გახდეს ლიდერი და წარმატებული იმ სფეროში რასაც ის აკეთებს.