l კლასის მოსწავლეები გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმს სტუმრობდნენ
19 აპრილი 2019
სკოლა ‘’ახალი თაობის’’ l კლასის მოსწავლეები გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმს სტუმრობდნენ. ლელა ბერძენიშვილის სადამრიგებლო კლასმა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ, საგანმანათლებლო პროგრამაში “ასოხატულა კუნწულები” მიიღეს მონაწილეობა. მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია იაკობ გოგებაშვილისა და ქართული დამწერლობის შესახებ. ითამაშეს მხიარული ანბანი და გააფერადეს მათთვის მომზადებული ილუსტრაციები ქართული ასობგერების მიხედვით.