სკოლის ისტორია

   სკოლა ,,ახალი თაობა“ 2018 წლის 03 აპრილს დაფუძნდა. სკოლა ზოგადსაგანმანთლებლო საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე. სკოლას აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის საჭირო ატრიბუტიკა.

სკოლა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად ორგანიზებულად ახორციელებს სასწავლო პროცესს სასწავლო რესურსებით უზრუნველყოფილ, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო  გარემოში.

სკოლას გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები  პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კერძოდ საზოგადოებრივ კოლეჯებთან: ,,სპექტრი“, ,,იკაროსი“, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რაც საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ეხმარება პროფორიენტაციაში, განათლების დაგემვასა და მომავალი გზის სწორად არჩევაში.