სკოლის მისია

სკოლის მისია

სკოლა „ახალი თაობის“ მისიაა იყოს მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული დაწესებულება, ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო გარემოში აღზარდოს ტოლერანტი, შემოქმედი, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი მოსწავლე, რომელსაც მისცემს პიროვნული თვითრეალიზების ახალ შესაძლებლობებს.

 

სკოლის ხედვა

2033 წლისთვის შპს სკოლა ,,ახალი თაობა’’ იქნება აღიარებული ზოგადსაგანმანათკებლო დაწესებულება, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს ფორმალური და არაფორმალური განათლების მიმართულებით თანამედროვე და ინოვაციურ პროგრამებს.

 

სკოლის ღირებულებები

სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით:

  • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა.
  • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე.
  • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.