სკოლის მიზანი

სკოლა ,,ახალი თაობის“ მიზანია

  • სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებზე ორიენტირებული, სახელმწიფო სტანდარტით დადგენილი სწავლებისა და აღზრდის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა დაწყებით, საბაზო, საშუალო საფეხურებზე;
  • ბედნიერი ბავშვის – წარმატებული პიროვნების, მიზანდასახული, კომუნიკაბელური, პიროვნული ღირსების მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა;
  • სხვადასხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთთანამშრომლობით გაცვლითი პროგრამების განხორციელება;
  • მოსწავლე ახალთაობისათვის თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი სრულფასოვანი აკადემიური ცოდნის მიცემა, მათი შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა და მის რეალიზებაში ხელშეწყობა;
  • მოსწავლეთა მომზადება საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებისათვის;
  • მოზარდებში ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლების, ეროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა;
  • სხვადასხვა პროექტებში, საგნობრივ ოლიმპიადებსა და კონფერენციებში მონაწილეობის უზრუნველყოფა;
    წრეობრივი და კლუბური მუშაობის შემოტანა და მოსწავლეების აქტიურად ჩართვა მათი შესაძლებლობებისა და ნიჭის გათვალისწინებით;
  • თანამედროვე და ქართული ტრადიციების ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა;
  • მოსწავლეთათვის წინაპირობების შექმნა, შემდგომში მომავალი განვითარების გზის სწორად არჩევის მიზნით დახმარების გაწევა;
  • მოზარდების ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენისა და მაქსიმალურად გამოყენებისათვის ხელშეწყობა;
  • განათლების ხარისხზე ორიენტირებული, კეთილგანწყობილი და უსაფრთხო სასკოლო/სასწავლო გარემოს შექმნა;
  • სსსმ მოსწავლეთათვის განათლებაში ხელშემწყობი გარემოს შექმნა;
  • თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობა და მუდმივი განახლება.
  • თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობა;
  • პედაგოგებისათვის პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობა;
  • ეფექტური ადმინისტრირება.