სკოლის მისია

სკოლა ,,ახალი თაობის“ მისიაა

შეუწყოს მოსწავლეს ზოგადი განათლების სამივე – დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე აკადემიური, სოციალური, მოტორული უნარ-ჩვევებისა და უნიკალური შესაძლებლობების გამოვლენა-განვითარებაში, წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში.

შეუქმნას მოსწავლეს სწავლა-სწავლებისთვის ეფექტური, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უსაფრთხო სასკოლო გარემო.

მისცეს თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი სრულფასოვანი აკადემიური განათლება უცხოური ენების გაღრმავებული სწავლებით და გაცვლით პროგრამებში ჩართულობით.

ჩამოუყალიბოს მოსწავლეს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება .

ბედნიერი ბავშვი – წარმატებული პიროვნება.