სკოლის სიახლეები

კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
NAEC.GE: შეფასებისა დაგამოცდების ეროვნული ცენტრი

ძველ თბილისის ტური

3 მაისი 2021
ძველ თბილისის ტური

დღეს გადავწყვიტეთ ძველ თბილისის ტური მოგვეწყო. დავდიოდით დიდხანს, ფეხით და უმისამართოდ. ამ ქალაქს თვითონ შეჰყავხარ კონკრეტულ მისამართებზე, თავად აღმოგაჩენინებს საკუთრივ შენს თბილისს; მთავარია, დააკვირდე ყველა წვრილმანს: სადარბაზოს კარს, სახელურს, ალაყაფის ჭიშკარს, დეკორატიულ ელემენტებს- იმიტომ რომ ნამდვილი თბილისი დეტალებშია. ეს არის ქალაქი, რომლის ქებაშიც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მარკო პოლო, ალექსანდრე დიუმა, პუშკინი, სტაინბეკი…სადაც შენობები ევროპული ფასადებით გხვდებიან და თბილისური ეზოებით გმასპინძლობენ. რა თქმა უნდა თბილისში სანახავი ძალიან ბევრია და ერთი ვიზიტით ყველაფერს ვერ მოვიცავდით(სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც არაერთხელ დავუბრუნდებით) მაგრამ თუ ჩვენს რჩევას გაიზიარებთ და თბილისს ფეხით შემოივლით, ყველგან შეგხვდებათ ის ,რის გამოც ღირს ხეტიალით დაღლა