სკოლის სიახლეები

კალენდარი

სექტემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
NAEC.GE: შეფასებისა დაგამოცდების ეროვნული ცენტრი

სკოლა „ახალი თაობა“ მასკოტის შესარჩევად იდეების მასშტაბურ კონკურსს იწყებს!

20 მაისი 2025
სკოლა „ახალი თაობა“ მასკოტის შესარჩევად იდეების მასშტაბურ კონკურსს იწყებს!

🧠 თუ გიყვარს ფიქრი, კრეატიულ იდეებზე მუშაობა, ხატვა და ხშირად მოგდის შთაგონება – დროა გვაჩვენო, სად წაგიყვანს შენი ფანტაზია.
შექმენი სკოლის მასკოტი, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს „ახალი თაობის“ ხასიათსა და ღირებულებებს. მასკოტი არის სკოლის სიმბოლური სახე – პოზიტიური პერსონაჟი, რომელიც შეიძლება იყოს ცხოველი, ფანტასტიკური არსება, ისტორიული ფიგურა ან გამოგონილი გმირი, რომელიც იქნება სკოლის ერთგული წარმომადგენელი ღონისძიებებსა თუ ბრენდირებულ მასალებში.
💬 მოიფიქრე სახელი, აღწერე შენი პერსონაჟი და სურვილის შემთხვევაში, დახატე კიდეც!
ყველაზე ორიგინალური იდეა გახდება სკოლის ოფიციალური მასკოტი!
📅 იდეების წარდგენის ბოლო ვადა: 21 მაისი
5 გამარჯვებულუ იდეა გამოცხადდება 23 მაისს, სკოლის ფეისბუქ გვერდზე, სადაც, კომენტარებში ხმის მიცემის პრინციპით, შეირჩევა ერთი გამარჯვებული იდეა, რომელიც ცნობილი გახდება 26 მაისს.
🏆 გამარჯვებული მასკოტი მონაწილეობას მიიღებს ჩვენს ღონისძიებებში, გამოსახული იქნება ჩვენს ატრიბუტიკაზე და მუდამ მოსწავლეების გვერდით იქნება
🎁 მეორე ეტაპზე გადასული 5-ვე იდეის ავტორი მიიღებს სიმბოლურ საჩუქარს, ხოლო ერთი გამარჯვებული მიიღებს სპეციალურ პრიზს
➡️ კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე (https://forms.gle/sc3bMZRB2ueHSfik8)