უხილავი სამყარო ჩვენს ხელისგულზე! 🙌🍃
შეიძლება თუ არა ერთი ფოთოლი მთელ სამყაროს იტევდეს? ჩვენმა მეშვიდე კლასელებმა ამ კითხვაზე პასუხი ბოტანიკურ ბაღში სტუმრობისას იპოვეს! 📍🏛️
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბაღის უმდიდრესი კოლექცია და საკუთარი თვალით იხილეს ის ბიომრავალფეროვნება, რომლითაც ასე ვამაყობთ. თუმცა, ყველაზე დიდი ემოცია მიკროსკოპთან მუშაობამ გამოიწვია — იქ, სადაც შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავი პროცესები და სტრუქტურები ცოცხლდება. 🔬🌈
ეს იყო დღე სავსე:
✅ ახალი აღმოჩენებით;
✅ კვლევა-ძიებით;
✅ და ბუნებასთან.
სამყაროს შემეცნება მხოლოდ საკლასო ოთახით არ შემოიფარგლება! 🌍✨ ჩვენ გვჯერა, რომ ნამდვილი ცოდნა ბუნებაში, რეალური პროცესების აღმოჩენით მოდის. 🌿🔍
ჩვენი მოსწავლეები სწავლობენ იქ, სადაც თავად არიან აღმომჩენები! 🎒🔭
სკოლა ,,ახალ თაობა” ადგილი თეორიიდან პრაქტიკამდე, სახელმძღვანელოდან — რეალურ სამყარომდე!

