სკოლის სიახლეები

კალენდარი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
NAEC.GE: შეფასებისა დაგამოცდების ეროვნული ცენტრი

„ახალი თაობის“ ბიბლიოთეკა დღეს ნამდვილ ლუტერატურულ სალონად იქცა! ჩვენს მოსწავლეებს საყვარელი საბავშვო მწერალი- ელენე ჩუბინაშვილი ეწვია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

6 აპრილი 2026
„ახალი თაობის“ ბიბლიოთეკა დღეს ნამდვილ ლუტერატურულ სალონად იქცა! ჩვენს მოსწავლეებს საყვარელი საბავშვო მწერალი- ელენე ჩუბინაშვილი  ეწვია. შეხვედრა  კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

​ბავშვების ცნობისმოყვარე თვალები, დასმული საინტერესო კითხვები შემოქმედებაზე, პერსონაჟებსა და იმ სამყაროზე, რომელსაც მწერალი ქმნის — სწორედ ეს არის ის მომენტი, როდესაც წიგნი ჩვენს თვალწინ ცოცხლდება! 📚🙌
​შეხვედრის დასასრულს კი მწერალმა თავისი ნაწარმოების, „ვარსკვლავების მდინარის“ მიხედვით, ჩრდილების მინი-სპექტაკლი წარმოგვიდგინა. 🌑⭐ ამ ჯადოსნურმა პერფორმანსმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ლიტერატურას საზღვრები არ აქვს.
ჩვენი მიზანია, ბავშვებს წიგნი არა მხოლოდ გავაცნოთ, არამედ შევაყვაროთ. მსგავსი შეხვედრები უვითარებს მათ წარმოსახვას, შემოქმედებით აზროვნებასა და კითხვისადმი ინტერესს.
​🌟 „ახალ თაობაში“ ასეთი შეხვედრები უკვე ტრადიციაა! ჩვენ გვჯერა, რომ მწერლებთან პირდაპირი კონტაქტი საუკეთესო გზაა ახალი თაობის ინტელექტუალური და ემოციური განვითარებისთვის.
​მადლობა სტუმარს ამ დაუვიწყარი დღისთვის! ❤️