საერთაშორისო განათლება, ღირებულებები და მრავალფეროვნება — ერთ სივრცეში! 🌍✨
სკოლა „ახალი თაობის“ დირექტორი, ქალბატონი-ანა უსტიაშვილი და ხარისხის მართვის ხელმძღვანელი, ბატონი -დავით ლიპარტელიანი საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ UWC Dilijan-ში — რეგიონის წამყვან საერთაშორისო სკოლა-პანსიონში, რომელიც ისტორიულ აბრეშუმის გზაზე, ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს. 🇦🇲🏛️ ვიზიტის ფარგლებში ჩვენი სკოლის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს TUMO-ს ცენტრის საქმიანობისა და კონცეფციის შესახებ.
🌍 UWC (United World Colleges)
UWC გლობალური საგანმანათლებლო მოძრაობაა, რომელიც განათლებას მშვიდობისა და მდგრადი მომავლის ძალად აქცევს.
🎨 TUMO (კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი)
TUMO სომხური წარმოშობის საგანმანათლებლო ფენომენია, რომელიც ორიენტირებულია მოზარდების ციფრულ განათლებაზე.
🤝 ვიზიტის ფარგლებში:
გაიმართა მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრები IB (International Baccalaureate) პროგრამის შესახებ.
ჩვენი სკოლის წარმომადგენლები გაეცნენ იმ მულტიკულტურულ გარემოს, სადაც განათლება მშვიდობისა და ხალხების გაერთიანების მთავარი ძალაა.
🚀 სკოლა ,,ახალი თაობის” მიზანია:
მისცეს შანსი ქართველ მოსწავლეებს, გახდნენ ამ გლობალური საზოგადოების ნაწილნი! სკოლის პრიორიტეტია, დაეხმაროა ნიჭიერ ახალგაზრდებს, რათა მათ შეძლონ ამ პრესტიჟულ სკოლაში სწავლა 100%-იანი გრანტით. 🎓💎
ჩვენი სკოლის მიზანია, რომ პრაქტიკაში დანერგოს TUMO-სა სა UWC-ის სტანდარტები.
ჩვენი სწრაფვაა, აღვზარდოთ ახალი თაობა, რომელიც აღჭურვილი იქნება ორი უმთავრესი იარაღით: ინოვაციური უნარებითა და გლობალური პასუხისმგებლობით.
TUMO-ს სტანდარზე დაყრდნობით ჩვენი მოსწავლეები დეუფლებიან ანიმაციას, პროგრამირებას, დიზაინსა და რობოტექნიკას – იქცევიან არა მხოლოდ ტექნოლოგიების მომხმარებლებად, არამედ მათ შემქმნელებად.
UWC-ის სტანდარტით: ჩვენ შევქმნით გარემოს, სადაც განათლება მშვიდობისა და მდგრადი მომავლის საწინდარი გახდება. აქცენტს გავაკეთებთ კრიტიკულ აზროვნებაზე, ემპათიაზე და კულტურათაშორის დიალოგზე.



