დედაენის კვირეული „ახალ თაობაში“ დასრულდა! 🇬🇪✨
23 აპრილი 2026
სკოლა „ახალ თაობის“ IVბ კლასის მოსწავლეებმა დედაენის კვირეული საინტერესო აქტივობით დაასრულეს 🎓📚
ჩვენმა მოსწავლეებმა:
📜 მოისმინეს 14 აპრილის ისტორიული დეტალები და გააცნობიერეს ამ დღის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის;
📖 იმოგზაურეს წარსულში და წაიკითხეს ძველი ქართული ანბანით შესრულებული ამონარიდები ქართული მოთხრობებიდან.
სიამაყითა და ინტერესით სავსე თვალები საუკეთესო დასტურია იმისა, რომ ახალი თაობა პატივს სცემს და უფრთხილდება მშობლიურ ენას! ❤️🖋️

