მინი სპექტაკში გაცოხლებული თამარ მეფის ეპოქა სკოლა „ახალ თაობაში“! 🎭✨
🌟 „პროფესიების დღის“ ფარგლებში, ჩვენმა მეხუთეკლასელებმა ნამდვილი დღესასწაული მოაწყვეს! მათი არჩევანი მსახიობის პროფესია გახლდათ — პროფესია, რომელიც მოითხოვს დიდ ემოციას, გარდასახვასა და პასუხისმგებლობას.
🎬 მოსწავლეებმა თამარ მეფის ეპოქა გააცოცხლეს. სცენაზე ვიხილეთ ისტორიული ეპიზოდები, რომლებიც ბავშვებმა საოცარი არტისტიზმითა და მონდომებით წარმოადგინეს.
მაყურებელმა იხილა:
⚔️ მნიშვნელოვანი ისტორიული სცენები;
პროფესიონალურად შესრულებული ქართული ტრადიციული ცეკვები;
„ვეფხისტყაოსნის“ უკვდავი სტროფები სხვადასხვა ენებზე.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებსა და მათ დამრიგებელს: მარინა ნაკაიძეს ასეთი შთამბეჭდავი წარმოდგენისთვის. მშობლებისა და დირექციის მაღალი შეფასება ამ თავდაუზოგავი შრომის საუკეთესო დასტურია!
გთავაზობთ მოკლე კადრებს.
საცეკვაო ნომრები იხილეთ ნიუჯი TV -ზე

