სკოლის სიახლეები

კალენდარი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
NAEC.GE: შეფასებისა დაგამოცდების ეროვნული ცენტრი

სკოლა „ახალი თაობის“ მოსწავლეებმა საფრანგეთში, ნიცაში საერთაშორისო საზაფხულო სკოლის პროგრამა წარმატებით დაასრულეს.

5 სექტემბერი 2026
სკოლა „ახალი თაობის“ მოსწავლეებმა საფრანგეთში, ნიცაში საერთაშორისო საზაფხულო სკოლის პროგრამა წარმატებით დაასრულეს.

🎓 პროგრამის ფარგლებში ,მათ ფრანგული ენის პრაქტიკული ცოდნა გაიღრმავეს, სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან დაამყარეს ახალი მეგობრული კავშირები და მიიღეს მნიშვნელოვანი კულტურათაშორისი გამოცდილება.
📚 მოსწავლეები ყოველდღიურად ესწრებოდნენ ფრანგული ენის გაკვეთილებს, ასრულებდნენ მრავალფეროვან პრაქტიკულ დავალებებს და ენობრივ უნარებს რეალურ გარემოში ავითარებდნენ.
🧑‍🎓 სასწავლო პროცესის პარალელურად, ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ კულტურულ და შემეცნებით პროგრამაში – დაათვალიერეს ნიცის ისტორიული ღირსშესანიშნაობები, მოინახულეს მუზეუმები, ჩაერთნენ ზღვისპირა აქტივობებსა და სხვადასხვა გასართობ ღონისძიებაში.
გვჯერა, რომ ნიცაში მიღებული ცოდნა, გამოცდილება და ახალი საერთაშორისო კავშირები მათ მომავალში კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობებისკენ გაუხსნის გზას.