„ახალი თაობის“ ბიბლიოთეკა დღეს ნამდვილ ლუტერატურულ სალონად იქცა! ჩვენს მოსწავლეებს საყვარელი საბავშვო მწერალი- ელენე ჩუბინაშვილი ეწვია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ბავშვების ცნობისმოყვარე თვალები, დასმული საინტერესო კითხვები შემოქმედებაზე, პერსონაჟებსა და იმ სამყაროზე, რომელსაც მწერალი ქმნის — სწორედ ეს არის ის მომენტი, როდესაც წიგნი ჩვენს თვალწინ ცოცხლდება! 📚🙌
შეხვედრის დასასრულს კი მწერალმა თავისი ნაწარმოების, „ვარსკვლავების მდინარის“ მიხედვით, ჩრდილების მინი-სპექტაკლი წარმოგვიდგინა. 🌑⭐ ამ ჯადოსნურმა პერფორმანსმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ლიტერატურას საზღვრები არ აქვს.
ჩვენი მიზანია, ბავშვებს წიგნი არა მხოლოდ გავაცნოთ, არამედ შევაყვაროთ. მსგავსი შეხვედრები უვითარებს მათ წარმოსახვას, შემოქმედებით აზროვნებასა და კითხვისადმი ინტერესს.
🌟 „ახალ თაობაში“ ასეთი შეხვედრები უკვე ტრადიციაა! ჩვენ გვჯერა, რომ მწერლებთან პირდაპირი კონტაქტი საუკეთესო გზაა ახალი თაობის ინტელექტუალური და ემოციური განვითარებისთვის.
მადლობა სტუმარს ამ დაუვიწყარი დღისთვის! ❤️

