სკოლის სიახლეები

კალენდარი

სექტემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
NAEC.GE: შეფასებისა დაგამოცდების ეროვნული ცენტრი

„ბავშვობაში ჩემი ერთ-ერთი სურვილი სწორედ მასწავლებლობა იყო. ყოველთვის მომწონდა და ვფიქრობდი კარგად გამომივა-მეთქი.

13 აგვისტო 2025
„ბავშვობაში ჩემი ერთ-ერთი სურვილი სწორედ მასწავლებლობა იყო. ყოველთვის მომწონდა და ვფიქრობდი კარგად გამომივა-მეთქი.

„ბავშვობაში ჩემი ერთ-ერთი სურვილი სწორედ მასწავლებლობა იყო. ყოველთვის მომწონდა და ვფიქრობდი კარგად გამომივა-მეთქი.
ეს პროფესია ჩემთვის ნიშნავს შესაძლებლობებს, განვითარებას, სიახლეებს, აგრეთვე, სიყვარულისა და სითბოს ულევი წყაროა.
✨ ვასწავლი იმიტომ, რომ განვვითარდე და განვავითარო. მაბედნიერებს ჩემს მოსწავლეებთან ურთიერთობა და მიმაჩნია, რომ მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ვგრძნობ, რომ ყოველი დღე ახალი შანსი და ახალი გამოწვევაა, ჩემი პროფესია მაძლევს საშუალებას ყოველი დღე იყოს განსხვავებული და შემიძლია კარგად ნაცნობსა და მარტივად გასაგებში ყოველ ჯერზე ახალი, საინტერესო და გენიალური აღმოვაჩინო. კარგ პედაგოგს, პირველ რიგში, საკუთარი საქმე და ბავშვები უნდა უყვარდეს. უნდა აბედნიერებდეს ის, რასაც აკეთებს, იყოს გულწრფელი, სამართლიანი, მზრუნველი, შეეძლოს ყველა ბავშვი ინდივიდად აღიქვას, იყოს მათი მეგობარი და ახსოვდეს, რომ მასწავლებლობა ერთადერთი პროფესიაა, რომელიც ყველა დანარჩენ პროფესიებს ქმნის.
მოსწავლესთან ურთიერთობისას აუცილებელია – ცალსახად გულწრფელობა, სიყვარული და ხანდახან ალბათ მოსწავლის ,,ტყავში შეძრომაც”, იმის არდავიწყება, რომ თავადაც იყავი ბავშვი. ხშირად როცა მოსწავლეებთან ურთიერთობაზე ვფიქრობ, ვიხსენებ, როგორი მასწავლებლის ყოლა მენდომებოდა თავად და ვცდილობ, ასე მივუდგე ჩემს მათ.
🎓სკოლა „ახალი თაობა” გამორჩეულია შესაძლებლობებით, სწავლების მაღალი დონით, კრეატიული იდეებითა და სიახლეებით. როგორც მასწავლებელს, მე აქ საშუალება მაქვს ვაკეთო საყვარელი საქმე, ურთიერთობა მქონდეს არაჩვეულებრივ ბავშვებთან და მაღალკვალიფიციურ კოლეგებთან, ჩავერთო ძალიან საინტერესო, ხანდახან უცნაურ აქტივობებშიც კი და შედეგით თავადვე დავრჩე გაოცებული და აღფრთოვანებული.”