ნიუჯის მშობლების საყურადღებოდ!
13 აგვისტო 2025
სკოლაში სწავლა იწყება 1-ელ ოქტომბერს და თითოეულ მოსწავლეს ველოდებით ჩვენს ახალ კოსმო კამპუსში, რომელიც მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა, რეკრეაციულ ზონაში.
📚 აქვე გაცნობებთ, რომ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ინგლისური ენისა და მათემატიკის სახელმძღვანელოებით სკოლა უზრუნველყოფს. სხვა საჭირო წიგნებთან დაკავშირებით კლასის დამრიგებლები 15 სექტემბრისთვის დაგიკავშირდებიან და მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაციას.
👩🎓 რაც შეეხება სკოლის ფორმებს, როგორც იცით, წელს ნიუჯის მოსწავლეებს ვთავაზობთ ახალ, დახვეწილი დიზაინის ფორმებს, რომლებიც უკვე იკერება და სექტემბრის დასაწყისში ხელმისაწვდომი იქნება.
📌 დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საინფორმაციო მენეჯერს
📲 591 056560