სკოლის სიახლეები

კალენდარი

სექტემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
NAEC.GE: შეფასებისა დაგამოცდების ეროვნული ცენტრი

სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ სკოლასა და Bookland.ge-ს შორის შედგა თანამშრომლობა.

1 სექტემბერი 2025
სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ სკოლასა და Bookland.ge-ს შორის შედგა თანამშრომლობა.

სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ სკოლასა და Bookland.ge-ს შორის შედგა თანამშრომლობა. ეს შესაძლებლობას გაძლევთ, სასკოლო სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი შეიძინოთ პირდაპირ ვებგვერდიდან. შეძენილი კომპლექტი დაგხვდებათ სკოლაში. ამისათვის საჭიროა:
🟢 შეხვიდეთ ვებ-გვერდზე bookland.ge;
🟢 ჩამონათვალში მოძებნოთ და გახსნათ “სკოლა ახალი თაობა”;
🟢 მოძებნოთ თქვენი კლასის შესაბამისი ჩანართი და შეიძინოთ სრული კომპლექტი;
აქვე გაცნობებთ, რომ ინგლისური ენის სახელმძღვანელოები (I-XI კლასი) და მათემატიკის სახელმძღვანელოები (I-VII კლასი) ამ კომპლექტებში არ იქნება, რადგან ეს სახელმძღვანელოები მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება სხვა კომპანიასთან მოლაპარაკებით.
ელექტრონულად სახელმძღვანელოების შეძენა შესაძლებელია 2025 წლის 10 სექტემბრამდე.
გისურვებთ წარმატებას!