სკოლის სიახლეები

კალენდარი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
NAEC.GE: შეფასებისა დაგამოცდების ეროვნული ცენტრი

ჩვენი სკოლისთვის გასვლითი გაკვეთილები სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. ამჯერად, VII ა კლასის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს ესტუმრნენ.

2 აპრილი 2026
ჩვენი სკოლისთვის გასვლითი გაკვეთილები სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. ამჯერად, VII ა კლასის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს ესტუმრნენ.

ვიზიტის მიზანი იყო საგნების თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა და მოსწავლეებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაღვივება.
„ეკომკვლევრებმა“ ლაბორატორიული სამუშაო შეასრულეს: დაამზადეს პრეპარატები და მიკროსკოპულ დონეზე შეისწავლეს უჯრედის სტრუქტურა.
დააკვირდნენ მცენარეთა მრავალფეროვნებასა და ევოლუციური განვითარების ეტაპებს.
ბუნებრივ გარემოში მუშაობამ კიდევ უფრო გაზარდა მათი ინტერესი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ.
მსგავსი გასვლითი პრაქტიკული მეცადინეობები რეგულარულად ტარდება, რადგან გვჯერა, რომ ყველაზე კარგად ბავშვები მაშინ სწავლობენ, როცა თავად ხდებიან პროცესის მონაწილენი.