სკოლის სიახლეები

კალენდარი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
NAEC.GE: შეფასებისა დაგამოცდების ეროვნული ცენტრი

გაეროს მოდელირების II რაუნდი 8 დეკემბერს გაიმართება!

2 დეკემბერი 2025
გაეროს მოდელირების II რაუნდი 8 დეკემბერს გაიმართება!

მოსწავლეები სახელმწიფოთაშორის დებატებში ჩაერთვებიან და იმსჯელებენ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე – როგორ მივაღწიოთ მდგრად და გრძელვადიან მშვიდობას ევროპის კონტინენტზე.
მონაწილეები იმუშავებენ რეალური დიპლომატიური პროცესების სიმულაციაზე, წარმოადგენენ სხვადასხვა სახელმწიფოს პოზიციას, მოძებნიან საერთო ხედვებს და შექმნიან გადაწყვეტილებებს, რომლებიც მომავალ მშვიდობასა და სტაბილურობას ემსახურება.
ეს არის სივრცე, სადაც ახალგაზრდები სწავლობენ ლიდერობას, ანალიზს, მოლაპარაკებასა და საერთაშორისო პოლიტიკის რეალურ მექანიზმებს.
რჩება ერთადერთი კითხვა: შეძლებენ თუ არა დელეგატები შეთანხმების მიღწევას?
ამას გავიგებთ 8 დეკემბერს II რაუნდში!