სკოლის სიახლეები

კალენდარი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
NAEC.GE: შეფასებისა დაგამოცდების ეროვნული ცენტრი

დისტანციური ,,ანბანის გაცილება”

25 აპრილი 2020
დისტანციური ,,ანბანის გაცილება”

სკოლა ,,ახალი თაობის” Iბ კლასში დისტანციური ,,ანბანის გაცილება” გვქონდა, რომელსაც ვგეგმავდით და რადგან სკოლაში ვერ გავაკეთეთ, გადავწყვიტეთ ონლაინში მაინც გაგვეკეთებინა. ??‍♂️✏️??

მოსწავლეებმა აირჩიეს ნასწავლი ზღაპრის პერსონაჟები: ჯამბაზი ჯაჯუ, პინგვინი პეპე, ნიანგი ნონგო, ფისო ფეფო, სპილო და სელაპი, ელენეს ენძელები, ურჩი ულვაში, ვეფხვი ვენდი, რაკრაკა როიალი და სხვები. განასახიერეს ეს გმირები: ფისო ფეფომ ,,ფ”-ს ფორმის ნამცხვარიც კი გამოგვიცხო, პინგვინმა პეპემ პატარა თეატრალური დადგმა შემოგვთავაზა მეგობრებთან ერთად. ჯამბაზმა წარმოდგენა მოგვიმზადა, ბურატინომ გვიმღერა, სხვა პერსონაჟებმა ლექსებიც თქვეს.

ძალიან იხალისეს, კარგი დღე გამოვიდა. ❤️