სკოლის სიახლეები

კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
NAEC.GE: შეფასებისა დაგამოცდების ეროვნული ცენტრი

,,ნორჩი ხელებით გაიღე სათნოება”

22 ნოემბერი 2019
,,ნორჩი ხელებით გაიღე სათნოება”

? დღევანდელი, საქველმოქმედო აქცია გამოფენა – გაყიდვა ,,ნორჩი ხელებით გაიღე სათნოება” დასრულდა პოზიტიური ემოციებით და ამაღელვებელი განწყობით.!

? საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორები VIბ კლასის მოსწავლეები, მშობლები და დამრიგებელი ლელა გოგოლაძე იყვნენ და აქციაზე სწორედ მათ მიერ დამზადებული პროდუქცია გაიყიდა.

✅დახლები მრავალფეროვანი, უგემრიელესი და ლამაზად გაფორმებული ცომეულით, საკონდიტრო ნაწარმითა და ქართული ხალხური ტკბილეულით იყო სავსე. გამოტანილი იყო მოსწავლეებისა და მათი მშობლების მიერ მომზადებული პროდუქცია.

✅ შემოსული თანხით დაეხმარებიან მრავალშვილიან ოჯახს.

? ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც დღეს ჩვენთან იყო, ვინც დაგვეხმარა და ერთობლივი ძალებით გავაკეთეთ კიდევ ერთი კეთილი საქმე!

⭕ სიკეთე ნამდვილად გადამდებია! ?

#სიკეთეგადამდებია
#საქველმოქმედოაქციასკოლაახალთაობაში