რა მოხდებოდა, მსოფლიოს ბედი ჩვენს მოსწავლეებს რომ გადაეწყვიტათ? 🕊️🌍
14 აპრილი 2026
სკოლა „ახალ თაობაში“ მე-9 კლასის მოსწავლეებმა პროექტის — „ევროპის უკანასკნელი სამშვიდობო კონფერენცია“ ფარგლებში 7 სხვადასხვა სახელმწიფოს ინტერესები წარმოადგინეს. მათ:
🔹 გააანალიზეს რთული პოლიტიკური კრიზისები;
🔹 ისწავლეს ერთმანეთის მოსმენა და დათმობაზე წასვლა;
🔹 იპოვეს მშვიდობიანი გზები🤝
სკოლა „ახალ თაობაში“, მსგავსი ინტერაქციული მეთოდები პრიორიტეტია. ჩვენ არ ვასწავლით მხოლოდ მშრალ ფაქტებს — ჩვენ ვზრდით მოაზროვნე, მშვიდობისმოყვარე და დიპლომატიურ თაობას, რომელსაც შეუძლია კონფლიქტების გადაჭრა დიალოგით. 💡🌱
ამაყები ვართ ჩვენი მოსწავლეებით, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ მშვიდობა ყოველთვის შესაძლებელია, თუ ამის ნება არსებობს! ❤️🙌

