2026 წლის 17-22 მაისს, „ერასმუს პლუსის“ დაფინანსებითა და ორგანიზაცია „პრიზმს მალტას“ ორგანიზებით, საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა. მასში მალტის, საქართველოს, ლიტვის, იტალიის, ესპანეთის, პოლონეთისა და იორდანიის ახალგაზრდული ლიდერები მონაწილეობდნენ.
7 ივნისი 2026
„სიქას“ მიერ ორგანიზებულ საქართველოს დელეგაციაში იყვნენ: პავლე თვალიაშვილი („სიქას“ დამფუძნებელი), ნინო შუხოშვილი, სოფიო ტალახაძე და ეკა იაკობიშვილი (სკოლა ,,ახალი თაობს”)
ტრენინგზე განიხილეს მიგრაციის გამომწვევი ფაქტორები, მისი შედეგები, ფარული კონფლიქტები და კულტურა, როგორც გამოხატვის შესაძლებლობა. ასევე, დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობა. აღსანიშნავია, რომ „სიქასა“ და „პრიზმს მალტას“
პარტნიორობა 2013 წლიდან გრძელდება.
საქართველოს დელეგაციის წევრები მიღებულ გამოცდილებას პრაქტიკაში დანერგავენ.



